პრევენცია
მორტონის დაავადება (მორტონის ნევრომა)
მორტონის დაავადება ვითარდება წინატერფის ძვლების მიერ ნერვზე ზეწოლის შედეგად. საინტერესოა, რომ ეს პირველად აღწერა მორტონმა ჯერ კიდევ 1876 წელს. ყველაზე ხშირად ზიანდება ნერვი, რომელიც გადის III წინატერფის არხში (წინატერფის III და IV ძვლების თავებს შორის), ხოლო გაცილებით იშვიათად ზიანდება ნერვები, რომლებიც გადიან II და IV წინატერფის არხში.
მორტონის დაავადების მიზეზი ჩვეულებრივ დაკავშირებულია ფეხსაცმლის ტარებასთან. მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის და ვიწრო ცხვირიანი ფეხსაცმლის ტარება ხშირად ხელს უწყობს ნევრომის განვითარებას. ასევე დაავადების განვითარება შეიძლება იყოს დაკავშირებული მოძრაობებთან, რომლებიც იწვევენ ფეხის თითების გადაჭარბებულ დაჭიმვას, ე.წ. თითების ზედმეტად გაშლას (მაგალითად: სპრინტი, მთაზე ასვლა და ზოგიერთი პროფესია, რომლებიც ითხოვენ ხშირ ჩაჯდომას), რაც იწვევს უკანა ტერფის არხის შევიწროებას, და შედეგად ამცირებს ნერვის სივრცეს და ზრდის მასზე ზეწოლას, რაც იწვევს ნერვის შეშუპების განვითარებას, ნერვი სქელდება და /ხდება / უფრო მიდრეკილი შემდგომი დაზიანებისკენ და ამრიგად წარმოიქმნება ქრონიკული გასქელება.
ოსტეოართროზი
ოსტეოართროზი წარმოადგენს სახსრების დეგენერაციულ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია სახსრების ზედაპირების ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებით. ხრტილოვანი ქსოვილების დაზიანება იწვევს ძვლების ხახუნს, ტკივილს და მოძრაობის დაკარგვას. ხშირ შემთხვევაში სახსრებში შეიძლება წარმოიქმნას ძვლოვანი წანაზარდები, რომლებსაც ოსტეოფიტებს უწოდებენ.
ოსტეოართრიტის განვითარების რისკ-ფაქტორებია: ჭარბი წონა, ხანდაზმული ასაკი, სპორტული ტრავმები, გენეტიკური მიდრეკილება და ა.შ.
ოსტეოართრიტის მკურნალობის მეთოდებია: სამკურნალო პრეპარატები (Andol (ანდოლი), Ibuprofen (იბუპროფენი)i და Diklofenak (დიკლოფენაკი)); დამატებითი საყრდენის გამოყენება გადაადგილებისას ართრიტული სახსრების დაჭიმულობის შესასუსტებლად (ჯოხი, ყავარჯნები და ა.შ.). მკურნალობის ქირურგიული მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის სხვა არა-ქირურგიული მეთოდები უშედეგოა.
ფეხისგულის ფასციიტი
ფეხისგულის ფასციიტი ვლინდება ტკივილების სახით ქუსლის ძვლის ქვედა ნაწილში, და ვითარდება დაგროვილი მიკროდაზიანებების შედეგად, რაც იწვევს ქუსლის ძვლის ფუძეში არსებული ფასციის კოლაგენური ბოჭკოების შემცირებას (დეგენერაციას), წარმოადგენს ერთერთ დეფექტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია გადაძაბვის სინდრომის სახელწოდებით. (ინგლ. overuse injuries)
ფეხისგულის ფასცია მდებარეობს ფეხზე კანქვეშ და მისგან გამოყოფილია ცხიმოვანი შრით (ქუსლზე ცხიმოვანი ქსოვილი ორი და მეტი სანტიმეტრით უფრო სქელია), და შედგება სამი ნაწილისაგან: შუა, მედიალური და გვერდითი. შუა ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანი, ძლიერი სამკუთხა მყესოვანი ნაწილია, რომელიც იწყება ქუსლის გვერდითი ძვლიდან (ლათ. Os calcaneus) და მიმართულია წინ.
ძირითადი სიმპტომია ტკივილი ფეხისგულის ფასციის ქუსლის ძვალზე საწყის წერტილში. ზოგჯერ ტკივილი შეიძლება გავრცელდეს ტერფის შიდა ნაწილზე (ტერფის გრძივი თაღის გასწვრივ), მაშინ, როდესაც შეშუპება უკიდურესად იშვიათად არის დაფიქსირებული. დამახასიათებელია დილის ძლიერი ტკივილის განვითარება ქუსლში საწოლიდან წამოდგომისას, რომელიც ქრება ათიოდე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ.
ბურსიტი
ბურსიტი „ჩანთის“ (ბურსის) ლორწოვანი გარსის ანთებაა, ძირითადად სახსრების, ძვლების ან მყესების მიდამოში. ბურსაში, რომელიც იცავს ხახუნის ზონას, შეიძლება განვითარდეს ანთება მიმდებარე სახსრის გაღიზიანების ან ტრავმის გამო.
ბურსიტის სიმპტომებს განეკუთვნება: კანის საფარველის სიწითლე, შეშუპება და ტკივილი. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს: მოსვენებას, ყინულით თერაპიას, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს) როგორიცაა იბუპროფენი, პადინგს ან კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ინექციებს, ანთების შემცირებისა და ტკივილის შემსუბუქების მიზნით.
მკურნალობის ქირურგიული მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის სხვა არა-ქირურგიული მეთოდები უშედეგოა.
აქილევსის მყესის ტენდინიტი
აქილევსის მყესი (ლათ. Tendo Achillis) არის წვივის სამთავა კუნთის (ლათ. M. Triceps surae) საბოლოო ნაწილი, და უერთდება ქუსლის ძვლის (ლათ. Calcaneus) უკანა ნაწილის ქვედა ნახევარს. ის არის ყველაზე ძლიერი მყესი ადამიანის სხეულში, მისი სიგრძე ხუთიდან ექვს სანტიმეტრამდეა, ხოლო სისქე ხუთიდან ექვს მილიმეტრამდეა.
აქილევსის მყესის ტენდინიტის განვითარება ხდება აქილევსის მყესზე ძალის ზემოქმედებით სიარულის ან სირბილის დროს, რაც ძლიერდება ზოგიერთი წინასწარგანმაწყობელი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა ფეხის ანატომიური გადახრები (მაგალითად, ბრტყელტერფიანობა), ფეხის გადაჭარბებული პრონაცია სიარულის და / ან ძუნძულით სირბილის დროს, დისპროპორცია აქილევსის მყესის მაფორმირებელი კუნთების სიმტკიცესა და მოქნილობას შორის, ასაკი (მყესების ელასტიურობა ასაკთან ერთად მცირდება).
ძირითად სიმპტომს წარმოადგენს ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია ქუსლის ძვალში მყესიდან 2-5 სმ-ით ზემოთ, და რომელიც, როგორც წესი, ასოცირდება აქტივობასთან და, შესაბამისად, ტკივილი ჩნდება აქტივობის დასაწყისში, მცირდება მის განმავლობაში, და იზრდება აქტივობის შემდეგ. კიდევ ერთი დამახასიათებელი სიმპტომია დილის ტკივილისა და შებოჭილობის გაჩენა კოჭის ზედა ნაწილში, რომელიც ქრება პირველი რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც მოულოდნელად იწყება, პაციენტები უჩივიან ჭრაჭუნს მყესის გასწვრივ.







