0

ტერფის ანატომია და ბიომექანიკა

ტერფის ანატომია და ბიომექანიკა

ხშირად ითვლება, რომ ადამიანი ტერფის ფუნქცია - სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერაა.

ევოლუციური თვალსაზრისით ტერფი ვითარდება, როგორც დინამიური მექანიზმი და, აქედან გამომდინარე, არ არის ადაპტირებული მხოლოდ ერთ მდგომარეობაში დგომისთვის, რადგანაც ეს იწვევს დაღლილობას და ტკივილს.

ბიოლოგიურად ის განკუთვნილია გადაადგილებისთვის, და არა ჯდომისთვის და დგომისთვის.

medContent1


ტერფი ფუნქციური თაღია, რომელიც წარმოადგენს საყრდენს დგომისას და გადაადგილებისას.

ანატომიურად, ძვლოვანი სტრუქტურის მიხედვით, ტერფი იყოფა სამ ნაწილად. წინატერფის ძვლები (ლათ. тarsus) შედგება ქუსლის ძვლისგან (ლათ. calcaneus), კოჭის ძვლისგან (ლათ. talus), ნავისებური ძვლისგან (ლათ. os naviculare), კუბური ძვლისგან (ლათ. os cuboideum) და სამი სოლისებრი ძვლისგან (ლათ. ossa cuneiforme). შემდეგ მოსდევს წინატერფის ხუთი ძვალი (ლათ. metatarsum) და ფალანგის 14 ძვალი (ლათ. phalanx). სამივე ნაწილი შეერთებულია იოგებითა და კუნთებით, და ეს სტრუქტურა აადვილებს ტერფში ყველა ანატომიური სტრუქტურის გადაადგილებას.

medContent2

სიარულის დროს სხეულის წონა გადაიტანება ქუსლის ძვლიდან ტერფის პირველ და მეხუთე ძვლებზე (ტერფის საყრდენი წერტილები). ეს სამი საყრდენი წერტილი შეერთებულია ერთმანეთთან ძვლებით, იოგებითა და კუნთებით, და ქმნიან შიდა გრძივ თაღს, გარეთა გრძივ თაღს და აგრეთვე ტერფის განივ თაღს. შიდა გრძივი თაღი იწყება ქუსლის ბორცვიდან და გადის წინ შესაბამისი ტერფის ძვლის თავამდე, tatus, os naviculare, ossa cuneiforme -ის გავლით. შიდა გრძივი თაღის წერტილი (აწევის მაქსიმალური სიმაღლე: 15-20 მმ) - ნავისებრი ძვლის ქვედა ზედაპირია. გარე გრძივი თაღი გადის ქუსლის ძვლის ბორცვიდან კუბური ძვლის გავლით, წინატერფის მეხუთე ძვლის გასწვრივ მის თავამდე. გარე გრძივი თაღის ყველაზე მაღალი წერტილი (აწევის სიმაღლე: 3-დან 5 მმ-მდე) - კუბური ძვალია. განივი წინა თაღი აკავშირებს ტერფის წინა საყრდენ წერტილებს, კერძოდ (შედარებით) წინატერფის პირველი და მეხუთე ძვლების თავებს. განივი თაღის ყველაზე მაღალი წერტილი არის წინატერფის მეორე ძვლის თავი მოზრდილებში, ხოლო ბავშვებში, ტერფის ინვერსიის გამო, ყველაზე მაღალი წერტილია წინატერფის პირველი ძვლის თავი. განივი უკანა თაღი მდებარეობს სამი სოლისებრი ძვლისა და კუბური ძვლის მიდამოში.

ტერფის თაღების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს მრავალი იოგი და მყესი, მათ შორის: lig. calcaneonaviculare, lig. plantare longum и plantarna aponeuroza.  medContent4  иთაღების ფორმირებაში მონაწილეობს ასევე წვივის ყველა კუნთი (m. triceps surae-ის გარდა) და ტერფის კუნთები. კუნთები არიან თაღების ერთადერთი აქტიური (მთავარი) დამჭერები, მაშინ როდესაც ძვლები, იოგები და მყესები - თაღების პასიური დამჭერებია.